რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
სომატოტროპინის კონტროლით, გონიერ ექიმებს ხელში უჭირავთ დაავადებების მორჩენის ყველა შანსი.
ამინომჟავების რეალური გააანალიზება, ეს ნიშნავს ხელში დაჭერილ სიცოცხლეს. ამინომჟავები, ხან გვესაუბრებიან ადამიანის სიცოცხლის დღეების შემცირებაზე. მათი დარეგულირება აძლევს შანსს ექიმს, დიდხანს გაუხანგრძლივოს სიცოცხლე ადამიანს. დარღვეული ამინომჟავების ცვლა, ესაა დარღვეული კონტაქტი წინაპრებთან გენეტიკურ ჯაჭვში. ეს ვრცელი თემაა , მაგრამ, ისევე როგორც დღეს, სხვა დროსაც პერიოდულად ვიხილავ აუცილებელ დეტალებს.
ადამიანების რეალური სიცოცხლისათვის ,საჭიროა, ხელოვნური მიდგომები მედიცინაში შემცირდეს. ცოცხალი ადამიანი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა და მისი სიცოცხლისათვის ეს რეაქციები უნდა დასტაბილდეს. დაავადებული ადამიანი არაა კასრი, რომელშიც გამეტებით ჩაასხამ ქიმიურ სითხეებს. ქიმიას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ პრიორიტეტი, ვეგანურსა და ნატურალურზე უნდა შეჩერდეს, რომ სიცოცხლის ბიოლოგიური, ნატურალური რითმი არ დაირღვეს.მკურნალობის დროს, ადამიანები არ უნდა გავრიყოთ იმ ბუნებიდან, სადაც და რომლისგანაც იშვა ისინი.
1-მედიცინის უზუსტესი მაგალითებიდან-დიაბეტიანის ინტოქსიკაციის დროს,შეუჩერებელი, პერიოდული სლოკინი, რომელიც დღეზე მეტს გასტანს,პანკრეასის სიგნალია, პაციენტის სასიკვდილო პოზიციაზე. შესაბამისი ადექვატური დახმარებით, ადამიანი გამოვა მდგომარეობიდან და იცოცხლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იღუპება.
2-ანალიზში თუ ჰისტიდინი ნორმაში გაქვთ, ეს იმას ნიშნავს გარანტირებულად, რომ რაც არ უნდა დიდი და შემაწუხებელი პრობლემები გქონდეთ კუჭ-ნაწლავში, არცერთ ვარიანტში დათესვაც არ გჭირდებათ ,არც ბიოფსია.კუჭ-ნაწლავს სიმსივნე არ ემუქრება და ყველა მისი ჩივილი , თუნდაც, კუჭის წყლულის და ნაწლავების ყველა დისკომფორტული გამოხატულების,მხოლოდ სანაღვლეს პრობლემებისგანაა.ჰისტიდინი თუ ნორმაშია დასხივებას ძალიან ძნელად მიიღებთ, მძიმე მეტალები ძნელად მოგწამლავთ. ჰემოგლობინის, ანემიის მკურნალობა ზედაპირული იქნება, თუ ჰისტიდინის ცვლას პარალელურად არ აწესრიგებ.სმენის დაკარგვას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ სმენის კარგვა მაშინ ფიქსირდება, როცა ჰისტიდინის ცვლა ირღვევა.ჰისტიდინის ლაბორატორიული ნორმები არ ნიშნავს მის სტაბილურობას. მისი კომპონენტების ცვლა უნდა მიდიოდეს ფიზიოლოგიურად. ჰისტიდინის დაქვეითებვის დროს, მოგეხმარებათ ამ საკვების მიღება-ორაგული, თინუსი, არაქისი, ოსპი, ნატურალური ქათამი.
3-ისეთი აუხსნელი თავის ტკივილი თუ გაქვთ, როცა ტკივილი წნევის პარამეტრს არ ეფარდება, მითუმეტეს, თუ ნერვ ის გადაციებას ადგილი არა აქვს, გაიზომეთ შაქარი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფონად ღვიძლის და სანაღვლეს პრობლემები გაქვთ.
4-ჩვილ ბიჭებს უფრო მეტი შანსი აქვთ ყურების ანთების, ვიდრე ჩვილ გოგონებს. ჩვილ ბავშვებში ყურის ანთების დამართების შანსი იზრდება-ხელოვნური კვების დროს.როცა ოჯახის წევრები მწეველებია სიგარეტის. როცა სტუმარი სიგარეტის მწეველია. როგორ გამოიცნობთ ჩვილი , ნამდვილად ყურების ანთების გამო თუ ტირის-ტირილის დროს ფეხებს იქნევს.ძალიან ცდილობს პერიოდულად, ყურზე ხელის ჩამოსმას.ჩაუდებენ ან ძუძუს ან საწოვარას პირში, უცებ იწყებს წოვას, მაგრამ, უცებვე ანებებს თავს წოვას და იწყებს ტირილს.წოვის დროს ყურში დაფის აპკი იჭიმება და მოძრაობს. ამის გამო ტკივილი ძლიერდება.ამ დროს უტყუარი ყურების ანთებაა.
5-ზრდის ჰორმონის სტაბილიზაციის და მომატების გარეშე -კუნთის ქსოვილი არ ჩამოყალიბდება, ბავშვი სრულფასოვანი ვერ გაიზრდება. ზრდასრული ,ქრონიკული დაავადების დროს, ორგანოს გადაგვარებას ან კიბოს ვერ აიცილებს. დიაბეტი და ჩიყვი არასოდეს არ მორჩება .მისი კონტროლის გარეშე მკურნალობისას, მხოლოდ დაზიანდება ადამიანი ,მორჩენის მაგივრად. თანამედროვე მედიცინას ფეხაწყობიულმა ექიმებმა იციან, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზრდის ჰორმონის სტაბილიზაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ისე წარიმართა შენი დაავადება, რომ საშვილოსნოს ამოკვეთა დაგჭირდა? ან კაცი ხარ და პროსტატის კიბო ჩამოყალიბდა? ან კიდევ უამრავი რამ, თუნდაც გულის ოპერაციის საჭიროება და ინფარქტიც და ინსულტიც. ძალიან არასწორად გიმკურნალია, თუ ზრდის ჰორმონის კონტროლით არ ხდებოდა ეს ყველაფერი და თუ არ ხდებოდა, სწორედ ამიტომ მივიდა ამ სტადიამდე. აბა გაიკეთეთ ზრდის ჰორმონის ანალიზი , მაგალითად საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ. ის გექნება- 1იც კი არა. ანუ გაქრობამდე. ენდოკრინოლოგი წინა საუკუნის დონისაა, თუ დიაბეტს და ჩიყვს ზრდის ჰორმონის კონტროლით არ მართავს. სამწუხაროდ ,ზოგ ადამიანს , ზრდის ჰორმონი, მარტო ზრდისთვის საჭირო ჰგონია. ზრდის ჰორმონზე ბევრჯერ მისაუბრია, აქ ძალიან დეტალურად. მხოლოდ მოკლე შტრიხებს შეგახსენებთ. თუ ის ნორმაში არ არის ,ადამიანი ვერ გახდება. ამ დროს ძალიან ძნელია ცხიმის დაშლა.თუ ზრდის ჰორმონი პრობლემურია და შაქარი ნორმაშია, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ,მაინც გამოვლინდება დიაბეტი. მანამდე კი, ის ადამიანი ლატენტური დიაბეტით ივლის და ბევრი ორგანო დაუზიანდება. არ არსებობს ვარიანტი, ადამიანი უეცარი სიკვდილით მოკვდეს და ზრდის ჰორმონი ნორმაში ჰქონდეს. ზრდის ჰ ორმონი უშუალოდ განაგებს-კუნთების, სახსრების, ხრტილის, ქონდროიტინის წარმოქმნას. ანუ თუ ზრდის ჰორმონს არ არეგულირებ სახსარი და ცილოვანი პრობლემები არ მორჩება ბოლომდე. თანამედროვ ე დონის ექიმი არასოდეს არ არის სტატინების იმედზე, ქოლესტერინის სტაბილიზაციის დროს.თუ ზრდის ჰორმონი, არ აკონტროლა ექიმმა, ქოლესტერინი სტატინებით, მაგალითად, კრესტორით და ასეთებით, მხოლოდ თვალს მიფარებული იქნება და მისტიკური გამოჯანმრთელება მიიღება, ინსულტის და ინფარქტის შანსი ს დატოვებით. ქოლეტერინიან ი სისხლძარღვის მორჩენის შანსი, მხოლოდ ზრდის ჰორმონის კონტროლის პირობებში ა. მართალია ეს ექიმისგან დიდ ჯაფას და დროს მოითხოვს, მაგრამ სიცოცხლის სხვა შანსი არ არსებობს. ამიტომ ვერ რჩებიან და კვდებიან ადამიანები სტანდარტული მკურნალობებით. ზრდის ჰორმონის მომატებაც ასევე საზიანოა როგორც ნაკლებობა. ის უნდა ჩააყენო ნორმაში. ამისთვის უნდა ჩაასწორო ყველა დარღვეული რეაქცია კრებსის ციკლში. კრებსის ციკლი-ეს არის ათასობით ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც მუდმივა დ მიმ დინარეობს ყველა ადამიანში, სანამ ის ცოცხალია. ზრდის ჰორმონის პათოლოგიური მატება იწვევს-დიდ სიმაღლეს, ჭარბ ოფლიანოიბას, დიაბეტს,ბეწვიანობას, ასუსტებს და კარგავს კაცის მამაკაცობას, დამართებს ჰიპოფიზის ადენომას. გლუკოზა ანუ შაქარი და ინსულინი, ნორმაში მხოლოდ ზრდის ჰორმონის დარეგულირებით დაჯდება. ზრდის ჰორმონი მომატებულია-შაქრის მატებისას, დეპრესიის დროს.დიაბეტი რაც უფრო ხანგრძლივდება, უნიკალური მიხედვა რომ ხდებოდეს სისხლძარღვების , ადამიანს მაინც უმცირდება მხედველობა და სისხლძარღვების მდგომარეობა უარესდება.თუ ზრდის ჰორმონს ვმართავთ, დიაბეტი თანდათან დასტაბილდება.სისხლძარღვები გადარჩება და თანდათან გაელასტივდება. არის დიაბეტის ტიპები ,ზრდის ჰორმონი დაკლებულია. ასევე დეპრესიის ტიპები. მაგრამ, ეს ჰორმონი არასოდეს არ არის ნორმა ამ დაავადებების დროს. მუდმივი მკურნალობა ჩიყვის ან დიაბეტის ერთიდაიმავე წამლებით, როგორც ხდება ბევრ შემთხვევაში ჩვენს სინამდვილეში, ეს სიცოცხლის ხელოვნური დაჭერაა, უხეში ხელით, რომელსაც ნატურალობასთან და სიცოცხლის გახანგრძლივებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ადამიანი ვითომ მკურნალობს, სინამდვილეში მასზე ქიმიური ექსპერიმენტია. ეს წრეზე სიარულია ჯანმრთელობის პერსპექტივის გარეშე. ადამიანი მაინც ეწირება ამ მიდგომას მალე. სიცოცხლის დროებით შენარჩუნ ებას, სრული გამოჯანმრთელების გარეშე ,რეალურ მკურნალობასთან საერთო არა აქვს. არის ადამიანები, არ იცავენ რეჟიმს, თითქმის ღორულად ცხოვრობენ და არა აქვთ მაინც მეტაბოლიზმი მოშლილი და ქოლესტერინი მაღლა არ ეწევათ. ეს იმიტომ, რომ გენეტიკურად მდგრადი ზრდის ჰორმონი აქვთ. თუ ზრდის ჰორმონი არ ვმართეთ ,ქოლესტერინია რ დარეგულირდება. ყ ველა დაავადების დროს ინდივიდუალურად რეგულირდება ზრდის ჰორმონი. მაგალითად, ხშირად ავღნიშნავ ქოლესტერინის დარეგულირებაზე 27 ფრაქციის კონტროლით, სადაც,მეთიონინის და ქოლინის ცვლა ისე უნდა მართო, რომ ჰომოცისტეინი სულ კონტროლზე გყავდეს. სხვა დაავადების მკურნალობის დროს ,სხვა რეაქციებია სამართავი. თან უნდა გაითვალისწინო ყველა ადამიანის ინდივიდუალური მდგომარეობა და ინდივიდუალური მონაცემები. ყველა მსუქანს და ძალიან გამხდარს ზრდის ჰორმონი არეული აქვს. თუ ნევროპათოლოგს ზრდის ჰორმონი და ქოლინი სამიზნეზე არ ჰყავს, ის არ იცნობს ნევროლოგიური დაავადებების მექანიზმებს, რაც ბოლომდე გახსნილია თანამედროვე მედიცინის ფარგლებში.აკონტროლებ ზრდის ჰორმონს-აკონტროლებ სიცოცხლეს. ვთქვათ, არა აქვს პაციენტს ფული, რომ აკონტროლოს ზრდის ჰორმონი ,რომლის გაკეთება ანალიზურად საკმაოდ ძვირია. თუ ექიმი აზროვნებს , ის, იგივე მდგომარებას გააკონტროლებს რამდენიმე პარამეტრით, რომლებიც ისეთივე შედეგდს დებენ, რამდენიმე რეაქციის გაკონტროლებით, რასაც ზრდის ჰორმოინი ანუ სომატოტროპინი. ერთი ასეთი პარამეტრია სისხლის ანალიზში ლეიკოციტი. მე მითქვამს, ექიმების ხარისხი შეგიძლია სისხლის ანალიზის წაკითხვით დაახარისხო. დღეს ჩვენს მედიცინას კონტროლი არა აქვს და ლაბორანტი არ უნდა უკეთებდეს დასკვნებს პაციენტს. მას ევალება და მის დონეს წარმოადგენს ანალიზის კლასიკურად ჩატარება. მაგრამ რაღაზე უნდა ისაუბრო , როცა ზოგმა ლაბორატორიამ ლეიკოციტების ნორმა დაწერა-3დან 16მდე. ეს არის გამაოგნებელი სიბრიყვე. ვისაც საუკეთესო სტაციონარებში მუშაობის გამოცდილება გვაქვს, ყველას გვახსოვს ,როგორ გველოდებოდნენ ქირურგები და თუ კლინიკური გამოხატულება იყო , მაგრამ, ლეიკოციტები 11ზე ჩამოვიდოდა მუცელს არ გახსნიდნენ. ვის გაუკუღმართებულ ტვინში მოიხარშა, რომ ნორმა ლეიკოციტების უნდა იყოს სამი ან 16. ადამიანი ჯანმრთელია თუ მისი ლეიკოციტი არის-ან 7 ან 8 ან 9. დანარჩენ შმთხვევაში, მას პრობლემები აქვს. 4 ლეიკოციტი ხშირად აქვთ, მაგალითად ,საშვილოსნო ამონაკვეთ ქალებს, ღვიძლით დაავადებულ ადამიანებს და სხვა. თუ ფიზიოლოგიის კონტროლით მართავ ლეიკოციტს, აუცილებლად მართავ სომატოტროპინსაც და სიცოცხლესაც. ტინიტუსი-ყურებში ხმაური, იმიტომ გამოაცხადა მედიცინამ უმართავ დაავადებად, რომ ამ დროს ზრდის ჰორმონი მყარად დარღვეულია ნორმიდან და შესაბამისად, სისხლძარღვები განადგურებამდე და უკიდურეს დაზიანებამდე არიან მისული. ეს რა თქმა უნდა იმართება და გამოსწორდება. მაგრამ დრო სჭირდება. გარკვეული კომპონენტები იმიტომ გვეხმარებიან ,მაგალითად ,დეპრესიის, შფოთვის უძილობის ან თუნდაც ბავშვის კუნთოვანი შრის ჩამოყალიბებაში და წონის მატებაში, რომ ისინი არეგულირებვენ ზრდის ჰორმონის დონეს. შეცდომაა-ზრდის ჰორმონის ხელოვნური გზით მიწოდება.ევროპულ მედიცინაში უკვე აქტიურად დაინერგა ბოლო წლებში, ზრდის ჰორმონზე ის-რაც ადრევე მივხვდი,წინა წლებში, .როცა მძიმე დაავადებების წინაშე აღმოვჩნდი და მინდოდა ადამიანი გადამერჩინა.-მის სარეგულიროდ, მხოლოდ, ისაა აუცილებელი, რასაც დიდი ხანია უკვე ვაკეთებ. ანუ იმ კომპონენტებით ვავსებ ადამიანს, რომელთა ნაკლებობამ გამოიწვია ეს დაავადება და ამის შედეგად სომატოტროპინი რეგულირდება და ადამიანიც მორჩება. ეს ხდება უკვე ევროპი ს და ამერიკის ყველაზე მაღალი კლასის კლინიკებში. მაგრამ, ადამიანების სიცოხლისათვის ,ამ აზრზე უნდა მივიდეს ყველა. მართალია, ძალიან შრომატევადია, ხალხისგან დაუნახავია, ამ დროს ექიმის ას ეთი კოლოსალური შრომა, მაგრამ, ეს არის რეალური შანსი სიცოცხლის. მაგალითად,რატომ აქვს ყველა ადამიანს, ვისაც წნევა აქვს ან გლუკოზის არამყარობა აქვს,გაბა მჟავა დაცემული. იმიტომ,რომ გაბა იბრძვის ზრდის ჰორმინის,დასარეგულირებლად იმ სხვა პარამეტრებთან ერთად , რომლებიც ასევე იბრძვიან ზრდის ჰორმონის ნორმალიზებისთვის. ზრდის ჰორმონის არევის დროს ძალიან ბევრი პარამეტრია მწყობრში ჩასაყენებელი. მელატონინი უძილობაზე რატომ გიხდება? ის ამცირებს კორტიზოლს, რომელიც უძილობის ერთი მთავარი მიზეზია. ნორმაში მყოფი კორტიზოლი კი, ეხმარება სომატოტროპინის დაბალასებას.ათასობით მსგავსი მაგალითის მოყვანა შემიძლია. თუ ბავშვს კუნთოვანი ქსოვილი ჩამორჩენიული აქვს და მას ხელოვნურ მედიკამენტს მისცემენ სომატოტროპინის დასაბალანსებლად, ის ყოველთვის იქნება პრობლემური და არ ექნება სრული ჯანმრთელობა. სომატოტროპინის დაბალანსება უნდა მოხდეს იმ ნატურალური ნივთიერებებით ,რაც,კონკრეტულ ადამიანს კრებსის ციკლის ფიზიოლოგიურ ცვლაში აკლია. ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ დროებითი ჯანმრთელობა. სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტი ნატურალიზმია.
6-თუ ორნითინი და ცისტინი, რომელიც პანკრესის და ღვძლის მარკერები არიან-20დან 25 ის ფარგლებში არ გაქვთ, თქვენ გაქვთ დაზიანებული ღვიძლი და პანკრეასი, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ამის კლინიკური გამოვლინება. კლინიკური გამოვლინებები ამ საუკუნეში კარდინალურად შეცვლილია. შეიძლება ღვიძლის ფუნქციები სრული ნორმა გქონდეთ, მაგრამ იყოს, მაგალითად, უეცარი კუჭის აშლის პრეცედენტი და ეს გამოხატავდეს ღვიიძლის უკმარისობის ხარისხს.ასევე, სხვა ბევრი არაორდინალური ჩივილი გამოხატავს ღვიძლის და პანკრეასის დაზიანებას . არცერთი ნევროლოგიური დაავადება ვერ მორჩება, თუ ეს პარამეტრები 20დან 25ის ფარგლებში არ ჩაჯდება.თუნდაც შფოთი ან დეპრესია. რადგან,ღვიძლია პირველსაწყისი და სამჭედლო-თრომბწარმოქმნის,-ინსულტის, დეპრესიის, ნერვული აშლილობების და ბევრი დაავადების.
7-ბუნებრივ მელატონინს ეპიფიზში ქმნის ტრიფტოფანი. ძილი არ დარეგულირდება ,თუ ტრიფტოფანის დონე ნორმაში არ ჩადგება.
8-ისევ ჰისტიდინზე, ახლა სხვა ასპექტში. -თუ ჰისტიდინი დაქვეითებულია, გასტრინის გამოყოფა არ ხდება.შესაბამისად ადამიანი მკურნალობს სტანდარტული ომეპრაზოლების ჯგუფით , ვერ რჩება და იტანჯება კუჭის პრობლემებით. დაქვეითებულია ჰისტიდინი , არის კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემის მიზეზი და ადამიანი არ მორ ჩება დღ ევანდელი სტანდარტული მკურნალობით.კუჭით დაავადებულებმა უნდა გამოიკვლიონ ჰისტიდინი. გასტრინის გამოყოფა აღარ ხდება ,მისი დაქვეითების დროს და შესაბამისად ,არც ტკივილები ალაგდება, არც წყლული მორჩება.
9-ორგანიზმის გაწმენდა ამ რობოტულ და ხელოვნურ დროში ყველას ესაჭიროება. რადგან ნატურალური საკვები, თითქმის ,არ არსებობს. გამწმენდი ნივთიერებები ბევრია და გაწმენდაც ინდივიდუალურად ხდება. ორგანიზმის დაშლაკვა ხდება იმიტომ, რომ ღვიძლის ფუნქციური უნარები შესუსტებულია. ტოქსინების მთავარი ასენიზატორი-ღვიძლია. რამდენადაც შესუსტებულია მისი უნარები, იმდენად მეტადაა დაშლაკული ორგანიზმი. . თუ ღვიძლში ენ აცეტილცისტეინის და გლუტათიონის ცვლები არ აწყვება და მოწესრიგდება, ვერცერთი გამწმენდი წამალი ვერ იმუშავებს და ეფექტური ვერ იქნება.როგორც არ უნდა დაეხმაროთ გაწმენდაში, მთავარი ფუნქცია ღვიძლისაა ამ დროს. ენ აცეტილცისტეინის ფრაქციიდან ხდება გლუტათიონის სინთეზი. გლუტათიონი კი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ანუ ყველაზე ძლიერი გამწმენდი. მაგრამ, ის წმენდს ორგანიზმს არა ხელოვნურად მიწოდებულ ფორმაში, არამედ როცა ღვიძლში ფრაქციები ჯანსაღად მუშაობს და აცეტილცისტეინიდან ფიზიოლოგიურად წარმნოიქმნება გლუტათიონი. ამიტომ, ღვიძლის გაჯანსაღება ყველაზე საუკეთესო გაწმენდის მეთოდია ორგანიზმის.
10—-მაღალი დონის მედიცინაში ფარისებრი ჯირკვლის და შესაბამისად ,ჩიყვის მკურნალობაში, მარტო იოდის კონტროლი არ ხდება. ისეთივე საჭიროა და სასიცოცხლო, ამ დროს სხვა ბევრი კომპონენტი. ამიტომაცაა , ხან ადამიანი მუდმივად არის იოდის პრეპარატზე და მორჩენა კი არ ხდება, არამედ გადავადება დაავადების. მაგალითად, ავიღოთ, ევროსტანდარტით როგორ ხდება ჩიყვის რეგულირება. მხოლოდ ერთ კომპონენტს ავიღებ. მაგალითად, სელენი. სელენი იმ ფერმენტის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს მართავს. ის გარდაქმნის ტე 4-ს ტე-სამად. სელენის ცვლა თუ არ არეგულირე, ტე-სამის ნორმულ რაოდენობას ვერ მიიღებ. ფარისებრის პრობლემის დროს,თუ სელენი აკლია ორგანიზმს, ფერმენტები საკმარისიც რომ იყოს, ისინი რექციებში სწორად ვერ შევლენ. ფერმენტები კი ქმნიან სიცოცხლეს. ყველა დაავადება რაღაც ფერმენტის დაქ ვეითებით იწყება. ასევე , მაგალითად, თუთიაც ფერმენტის შემადგენელი კომპონენტია. მის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების გამრავლება არასწორად წარიმართება ანუ მისი ნორმაში ყოფნის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლა ყოველთვის არეული იქნება, თუ თუთია ნორმაში არ იქნება. თუთია არის, ტრიიოდთირონინის რეცეპტორული ცილების მთავარი შემადგენელი ნაწილი.თუ მისი დეფიციტია, ამ ჰორმონებს შორის ად ექვატური ფიზიოლოგიური კავშირი ირღვევა, რაც გამოიწვევს ტე- სამის დარღვევას. ანუ მარტო იოდის პრეპარატით შემოფარგვლა, ჩიყვის მკურნალობის დროს, უკვე ჩამორჩენილი დონეა და ბევრი რამ უნდა გაკონტროლდეს. განსაკუთრებით კი 16 კომპონენტი, რომელთა შორის არის თუთია და სელენი.
11-შაქარი თუ არ არეგულირე ნერვული სისტემის არცერთი დაავადება არ მორჩება ბოლომდე. გლუკოზის ცვლის მოშლა, ყ ველა ნევროლოგიური დაავადების საფუძველია. საშიშია როგორც დაბალი ისე მაღალი.
12-ბავშვი წონაში ძნელად მოიმატებს, თუ ლიზინის ცვლა არ დარეგულირდა. ასევე სახსრების დაავადების დროს, მისი ნორმაში ყოფნა აუცილებელია. რადგან თუ ლიზინი
ნორმა არ არის, ანალიზი ცრუ ნორმა კალციუმს აჩვენებ ს და ამ დროს კალციუმი დაბალია.
13-თუ ევროპის ან ამერიკის ყველაზე მაღალხარისხიან, ყ ველაზე ძვირიან სამედიცინო დაწესებულებაში ,მეხსიერების პრობლემის გამო მოხვდებით, აუცილებლად გამოგიკვლევენ ფენილალანინის ცვლას. ეს აუცილებელია, აგრეთვე, დეპრესიის და შფოთის მკურნალობის დროს. ნერვული აშლილობების მძიმე ფორმის დროსაც, მისი ცვლის დარეგულირება პრობლემებს ხსნის. მისი ანალიზი ჩვენში კეთდება. ხოლო მის ცვლაზე დაკვირვება ექიმმა უნდა მოახდინოს.რადგან ცვლის ეტაპებია მთავარი და არა ერთი მონაცემი. ანტიდეპრესანტებს მომავლის მედიცინაში, ბევრი ადგილი აღარ ეკუთვნით. ისინი მწვავე მდგომარეობის დროს დასაშვებია. მაგრამ, მათი საშუალებით მკურნალობა, ანადგურებს ბოლომდე ღვიძლის ქსოვილს, რაც უფრო ამწვავებს ნევროლოგიას. შფოთისა და დეპრესიის დროს ფენილალანინის ცვლას ვაკვირდები და შედეგები ყოველთვის სახეზეა.
14-თავისუფალი რადიკალები დღევანდელ ხელოვნურ სამყაროში ,უტევს ყველას. მაგრამ, თავისუფალი რადიკალების მიერ ,ამ ეტაპზე დამარცხებულია ადამიანები ყველაზე მეტად, ვისაც აქვთ-კიბო, გულის დაავადებები, დიაბეტი,წნევა და ალერგიები. საშველი-ექიმის მიერ ფიზიოლოგიური ცვლების გააზრებაში , კომპონენტებით დაბალანსებაშია . პიროვნების მიერ კი,შესაბამისი ,ნატურალური-ხილის, ბოსტნეულის, ბალახების და ფოთლების მიღებაშია, რომლებიც წმენდენ სისხლს და ლიმფას.ყველაზე მეტ ორგანულ წმენდას ახორციელებენ ბიოფლავონოიდები, რომლებიც ყველაზე მეტი ხილსა და ბოსტნეულშია. ოღონდ უსასუქოში. კვერცეტინი ყველაზე ძლიერი ბიოფლავონოიდია. თუ ადამიანი ნატურალურად იკვებება და მის დღიურ დოზას იღებს, ის ყველაზე ძლიერ აკავებს თავისუფალი რადიკალების შემოტევას. იმ ადამიანებს ვისაც კვერცეტინის დონე ნორმაში აქვთ-წნევა არ აწუხებთ, მეხსიერება არ უქვეითდებათ, შაქარი ნორმაში აქვთ, ალერგია არა აქვთ და ანთებები არ ემართებათ. შედის ვეგანური მედიკამენტების შემადგენლობაშიც. მეცნიერებამ შეისწავლა ადამიანები, რომლებსაც ჩამოთვლილი დააავადებები არა აქვთ. მათ კვერცეტინი ნორმაში აღენიშნათ. . .
15-არცერთი ფიზიოლოგიური რეაქცია ნორმაში არ წარიმართება ,თუ ბე 8 ვიტამინი ნორმაში არ გაქვს. აუცილებელია წამლით შევსება. ყველაზემეტი , პროდუქტებიდან არის-თაფლში.
16-თიროზინის ნორმა თუ დარღვეულია-ჩიყვი არასოდეს არ გაუმჯობესდება მკურნალობით. მითუ მეტეს, მარტო იოდის პრეპარატებით. მისი ნაკლებობისას, ბავშვი ვერ ვითარდება მენტალურად და გონებრივად.ზრდასრული ადამიანი მეხსიერებას უჩივის.ძილი დაღვეულია. ფარისებრი ჯირკვალი ოპერაციამდე სწორედ ,თიროზინის დეფიციტის გამო მიდის. ტვინი თიროზინს ნორეპინეფრინის გამოსამუშავებლად იყენებს.მეხსიერება თიროზინის ნაკლებობის დროს ადვილად იკარგება.
17-თუ ამინომჟავების ცვლაში ეთანოლამინი შემცირებულია, ადამიანს სიცოცხლის დღეები ბევრი აღარ აქვს დარჩენიული. მაგრამ, ეთანოლამინს მართავს ფოსფოლიპიდები. რაც მსოფლიოს თანამედროვე მეცნიერთა ბოლო კვლევებით დადასტურდა. როცა ფოსფოლიპიდის ბოლო წვეთი დაუმთავრდება ადამიანს, ის იმავე წუთში კვდება .სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდები ახსნილია. ექიმმა ისე უნდა მართოს ფიზიოლოგია, რომ ფოსფოლიპიდის სახეობაც ინდივიდუალურად შეუფარდოს კონკრეტული ადამიანის სასიცოცხლო საჭიროებას.