მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მონობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმია მიძღვნილი.
გაეროს მონაცემებით, მონობაში მყოფთა 71 პროცენტს ქალები შეადგენენ.
„მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.