ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე, ელექტრო ენერგიის გაორმგებული გადასახადის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ელექტრო ენერგიის მოხმარება არ გაუზრდია, თუმცა გადასახადი თითქმის გასამმაგებულია:
”ელექტრო ენერგიის გადასახადი როგორც ჩანს გასამმაგდა, 27 დეკემბერს მთელი თვის გადასახადი სამ ლამპიონზე 46.62 ლარს შეადგენდა, მას შემდეგ გასულ 8 დღეში იგივე ხარჯვის გრაფიკით 26.04 ლარი მაქვს დავალიანება.
გასდით და რატომაც არაა, მალე უფრო მეტსაც გაბედავენ, გაზის გადასახადიც მსგავასად გაზრდილია, დუმილით ვეთანხმებით და ვუპრავებთ ამ ყველაფერს…”