დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფლის მოსაწყობად განკუთვნილი თანხები, გაჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.
როგრც კალაძე განმარტავს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა.
„ჩვენ 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის მოწყობაში, ეს თანხები მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ამ თანხით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.