დაჟინებული გამეორება თეზისისა, რომ საქართველო საჭიროებდა დახმარებას საგარეო მტერთა მოგერიებაში, ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ეს ქვეყანა იყო უმწეო მდგომარეობაში, თუმცა ეს ასე არ გახლდათ.
ნადირ შაჰის მკვლელობითა (1747 წელი) და ირანის დასუსტებით, ისარგებლა რა ერეკლე II მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს მოუყარა თავი და შეახსენა მეზობლებს ქართველთა სამხედრო ძლევამოსილება.
1750 წელს ერეკლემ გაანადგურა ლეკების ჯარი მდინარე იორთან გამართულ ბრძოლაში.
იმავე 1750 წელს, რამდენიმე თვის შემდგომ ერეკლემ ერევანთან ახლოს დაამარცხა აზატ-ხანის 18 ათასიანი ჯარი;
1752 წელს ერეკლემ გაანდგურა თურქების ჯარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა აჯი-ჩელები;
1754 წელს დაამარცხა და გააქცია ნურსალ-ბეგის ლაშქარი;
1779 წელს ერეკლემ შტურმით აიღო ერევანი, რითაც დაამტკიცა, რომ ეს სახანო ბაგრატიდების სამეფო გვირგვინის საკუთრება გახლდათ.
მტერს პასუხგაუცემლად არც დასავლეთ საქართველოს მმართველები ტოვებდნენ.
1733 წელს მეგრელებმა სასტიკად დაამარცხეს თურქები ფოთის მისადგომებთან;
1758 წელს ხრესილთან მეფე სოლომონ პირველის ლაშქარმა დაამარცხა თურქების ჯარი.
1759-1768 წლებში ოსმალებმა კიდევ რამდენჯემერმე სცადეს რევანშის აღება მაგრამ კვლავ დამარცხდნენ.
1770 წელს ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ახალციხის ფაშა ისე, რომ ცოცხალი მხოლოდ რამდენიმე თურქი დატოვეს;
1774 წელს ჩხერის მიდამოებში სოლომონ პირველმა გაანადგურა თურქებისა და დაღესტნელების 4000 ჯარისკაცი;
1780 წელს სოლომონ პირველმა და სამეგრელოს მთავრმა დადიანმა დაამარცხა თურქები რუხთან გამართულ ბრძოლაში;
1784 წელს იმერლებმა და გურულებმა გაანდგურეს თურქების ჯარი ოზურგეთის მისადგომებთან.
–
ფრაგმენტი ვლადიმირ ლაპინის წიგნიდან – ციციანოვი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა