დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
12 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 946, ხოლო გარდაიცვალა — 47ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 919 367, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 311 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 34 115, ხოლო PCR-ით — 23 994.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,63%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,51%, ხოლო 7 დღის — 9,79%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი — 3 180;
- აჭარა — 638;
- იმერეთი — 563;
- ქვემო ქართლი — 173;
- შიდა ქართლი — 270;
- გურია — 135;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 219;
- კახეთი — 184;
- მცხეთა-მთიანეთი — 102;
- სამცხე-ჯავახეთი — 99;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც, 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 045, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 293.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 83 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 33 234.