“”ენერგო-პრო-ჯორჯიას” და მათი დაკვეთით შესრულებულ ამ უკანონობას ნამდვილად ვერ შევეგუებით.
ამ წუთებში, სოფელ ლიხაურის ცენტრში, კერძო ( დარეგისტრირებულ) კარმიდამოში, რომელიც კოტე ჯაჯანიძეს ეკუთვნის, კომპანიამ უნებართვოდ მოჭრა ხეები და თან გატანას ცდილობს.
მესაკუთრეები ქ. ბათუმში არიან ამჟამად და როდესაც კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, აუკრძალეს ხეების მოჭრა.
სანამ მეპატრონე ბათუმიდან ჩამოვიდა-ხეები მოჭრილი დახვდათ, სულ 12 ხე.
შეიძლება გაიგო რომ ძაბვას აზიანებს რომელიმე ხე, მაგრამ უნებართვოდ მოჭრა რამდენიმე ხე და ცდილობდე გატანას, ეს არის მოქალაქის უფლების და კერძო საკუთრების უხეში დარღვევა.
ეზოს მესაკუთრე დამიკავშირდა და მთხოვა დავხმარებოდი.
“ენერგო-პროსგან” დღემდე არ გვაქვს პასუხი, რა პროექტს ახორციელებს, რატომ ჭრის და გააქვს ხეები, როცა დაბელვაც შესაძლებელია.
გავდივარ ადგილზე”.
წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო”-ს დამფუძნებელი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.