უკიდურესად რთული მდგომარეობაა ჩოხატაურის ყველა სოფელში-წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ბაჩო ახალაძე:
“ხალხი დახმარებას ითხოვს
არ არის ელექტროენერგია
არ არის გზა…
მაღალმთიანი სოფლები საერთოდ მოწყვეტილია გარე სამყაროს” …წერს ახალაძე.
ჩოხატაურში დილიდან რთული მდგომარეობა იყო, სადაც არათუ სოფლის გზები, ცენტრალური გზის ნაწილის გაწმენდაც ვერ ხერხდებოდა, ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის მერი ტექნიკის დაზიანებას ასახელებდა. დავით შარაშიძის თქმით, 4 ერთეული ტექნიკა, რომლითაც გზები იწმინდებოდა გაფუჭებულია და მის შეკეთებას ცდილობენ. თუ ადგილზე შექმნილი სიტუაციით ვიმსჯელებთ, რაზეც ადგილობრივებიც წერენ, როგორც ჩანს ტექნიკის შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.