”რეზოლუციაში რუსეთის არ ხსენება, იმას გავს, დედის გინების ნაცვლად კეთილებს, რომ შეაგინებ არ ეწყინოსო”

რეზოლუციაში რუსეთის არ ხსენება, იმას გავს, დედის გინების ნაცვლად კეთილებს, რომ შეაგინებ არ ეწყინოსო” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელში  “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, სადაც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის.
”უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას თუ იღებ, სადაც ლაპარაკია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუშვებლობაზე, სამხედრო აგრესიის საფრთხეზე და ა. შ., ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებაზე უარის თქმა იმას ჰგავს, დედის გინების ნაცვლად კეთილებს რომ აგინებ ვინმეს და იმედი გაქვს, ისე ძალიან არ ეწყინებაო…..მოკლედ, სრულიად ელემენტარული ქაჯობაა ეგ და როგორმე აუხსენით ეგ ჩვენი უმრავლეობის ბედოვლათ ლიდერებს, რათა იმათ აუხსნან ვისაც ჯერ არს, რომ პუტინი მასზე ყველა ვარიანტში გაბრაზდება, იმისდა მიუხედავად, იქნება რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ნახსენები თუ არ იქნება. ჰოდა, რახან ხარჯი ნაქნარია, ბარემ ამ უაზრო ტაბუირებასაც შეეშვან……..

ოღონდ თუ მაინც გაჭედეს (გასაგებია რეალურად ვინც ჭედავს ამაზე, მაგრამ მრავლობით რიცხვს ვიხმარ მაინც), რაც პრინციში, მოსალოდნელია, მაშინ ტექსტში (რომელიც მე არ მინახავს და არ ვიცი) თუ ცალსახადაა იდენტიფიცირებული რუსეთისგან მომავალი საფრთხე და ასევე ცალსახადაა უკრაინის მხარდაჭერა გამოხატული, ვფიქრობ, ოპოზიციურმა ფრაქციებმა მაინც უნდა დაუჭირონ მხარი მის მიღებას, რადგან საპარლამენტო ფრაქციების ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია. თან ისიც არაა გამორიცხული, რომ ოცნება სპეციალურად აკეთებდეს ამას, რათა მერე იყვიროს, ოპოზიცია დესტრუქციულია, უკრაინა არ ენაღვლება და მხოლოდ რუსეთის პროვოცირება უნდაო და ა. შ. ჩვეულ ქოცურ სტილში……

მოკლედ, რეზოლუცია არის ყველა ვარიანტში მისაღები, ამდენი გიშრომ-გიწვალიათ ბოლო-ბოლო. მერე კი შეგვიძლია რამდენჯერაც მოგვეხასიათება იმდენჯერ ვაგინოთ ხელისუფლებას ამგვარი სიმხდალისთვის……უფრო ისეთი ტექსტია, ორი მეგრელი რომ ჩხუბობდა 90-იანებში ერთ-ერთ თოქ-შოუში და ერთი ეუბნებოდა მეორეს: ბოდიში მომითხოვია და ნაძირალა ბრძანდებითო……თუმცა, პუტინს ესეც ეწყინება და რა აზრი აქვს ამ უკაცრავად და ქვეშეჯვიობას, ვერ ვხვდები მართლა……რეზოლუცია კი ყველა ვარიანტში მხარდასაჭერია კენჭისყრის დროს.” – წერს დავით ზურაბიშვილი.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share