საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ლევან კეკელიასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის, ე.წ. ნასაკირალის უღელტეხილის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა;
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამშენებლო მასალები, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.