ხანძარი სამეგრელოში – ხობის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში ერთსართულიან სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა.
ტრაგიკულ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მამა-შვილი, 30 და 70 წლის კაცი, ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შვილს, სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის დროს ეძინა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გამოსვლა ვეღარ მოასწრეს. სამაშველოს ადგილზე მისვლის შემდეგ ორივე პირი გარდაცვლილი დახვდა.