“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 4 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს.
პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-5 თვეა პატიმრობაშია. ის 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში დაბრუნდა.