ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში კულტურის სახლი გაქურდეს. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირების მიერ წაღებულია სამი ძვირადღირებული კონდიციონერი.
როგორც “გურიის მოამბეს” კულტურის სახლის თანამშრომლებმა უამბეს, შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დღეს დილით კი სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტი აღმოაჩინეს.
“გურიის მოამბე” ელოდება შსს-დან ინფორმაციას, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ დრომდე, ჩვენ ეს ინფორმაცია არ მიგვიღია.
კულტურის სახლი სოფელ ძიმითში 2017 წელს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა.