მისისიპის უნოვერსიტეტის პროფესორი და ექიმი ზურაბ გურული უკრაინაში მოსალოდნელ საომარ ვითარებას ეხმაურება და წერს:
“ახლა მთავარია ნერვებმა არ უმტყუნოს უკრაინელებს და ბოლო წუთში არ “დაყარონ კარტები”. მინსკის ხელშეკრულების შესრულება და სეპარატისტების მხარედ აღიარება უკრაინას უმომავლო ტერიტორიად აქცევს.
უკრაინის დანებება საქართველოსაც ყველა შანსს მოუსპობს.
მთავარია ახსოვდეთ და სჯეროდეთ, რომ ეს დიდი ბლეფია.
უკრაინა უნდა იქცეს რუსეთის სამარედ. კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთი და კიევშივე უნდა დასრულდეს.
დასავლეთმა კი როგორც ჩანს ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა ისტორიიდან.” – წერს გურული.