82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე – პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.
კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს კიდევ 6 თვით დაიკავებს.
გადაწყვეტილებას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.
დეპუტატებმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გარდა, ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირეს მხარი.