ფასების მატების მოსალოდნელი ახალი ტალღა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც ინფლაციის მაჩვენებელია დამოკიდებული, საწვავის ღირებულებაა, რომელიც ყველა პროგნოზით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება.
ექსპერტების გათვლით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში, საწვავის ფასი, 4 ლარს მიაღწევს.
კიდევ უფრო რთული რეალობის მოლოდინში მყოფი ეკონომისტების რეკომენდაცია უცვლელია. ექსპერტები ხელისუფლებას საგადასახადო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი ფაქტორი გადასახადების შემცირება იქნება, რაზეც ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს.
ამ მონაცემებით, ნავთობიმპორტიორები აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ჯამში 86 თეთრს იხდიან.