“როდესაც ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ისჯებიან ადამიანები, სადაა სამართლინობა და სამართალი ამ დროს?”

“როდესაც ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ისჯებიან ადამიანები, სადაა სამართლინობა და სამართალი ამ დროს?” – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გოგოლა კალანდაძემ გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ ერთი კაცის ქვეყანა არასოდეს იქნება:

“დღეს მოვისმინე, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოცვა ითხოვს ჟურნალისტების დასჯას. იმიტომ რომ ეთერში გავიდა ისეთი სიუჟეტი, რომელიც მათ არ მოეწონათ. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, მე მინდა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა . ეს ქვეყანა ერთი კაცის, ერთი ადამიანის არ არის. ეს ქვეყანა არის ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი თაობის.

ძალიან მწყდება გული რომ ერთმანეთის ლანძღვაში გადის ეს დრო. მე მინდა რომ სამართლიანობა იყოს. როდესაც ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ისჯებიან ადამიანები, სადაა სამართლინობა და სამართალი ამ დროს? თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, მას არ უნდა ასამართლებდეს ეს ხელისუფლება. მან იმედი დაუბრუნა ხალხს,მისი იმედი მქონდა და ვფიქრობდი რომ ჩვენს ქვეყნას მომავალი ჰქონდა .ძალიან ცუდი მეხსიერება აქვთ მათ, ვისაც მისი დამსახურებები არ ახსოვთ. ახლა ვთქვათ ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა”. – განაცხადა გოგოლა კალანდაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share