ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ლუგანსკიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. ოკუპირებულ ლუგანსკამდე, რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც.
“რუსეთის ფედერაცია მზადაა უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და თავის ტერიტორიებზე ლუგანსკის ხალხის განთავსება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კაცს, ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია, რომ თავიანთი მიწა დაიცვან” – ამბობს ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი.