გენიალური ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტის ნახატებს მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მუზეუმებში თუ ნახავთ. მისი ხატვის უნიკალურმა სტილმა უამრავი მიმდევარი და მიმბაძველი გააჩინა, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება დიდებული მხატვრის ოსტატობას. რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებით. ცხოვრების ერთ ეტაპზე წარმატებული და ცნობილი, თავისი სიცოცხლის ბოლოს მივიწყებული და გაკოტრებული აღმოჩნდა. მან ხელოვნების სამყაროს არაერთი უძლიერესი ნამუშევარი აჩუქა.
გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს რემბრანდტის ცხოვრებიდან:
1. მხატვარს ცხრა და-ძმა ჰყავდა. ამასთან, ის ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო.
3. რემბრანდტის ნახატი „ღამის გუშაგი“ ჭვარტლის გამო ჩაბნელდა. 1947 წელს რესტავრაციის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ტილოზე ასახული იყო დღე და არა ღამე.
4. რემბრანდტმა თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 600 ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრავიურა და უამრავი ნახატი შექმნა.
5. რემბრანდტის ნახატი „იაკობ დე ჰეინ III-ის პორტრეტი“ ოთხჯერ მოიპარეს. ყოველ ჯერზე მას პოულობდნენ და უკან აბრუნებდნენ. ამის გამო ნახატს „Take-away Rembrandt“ შეარქვეს.
6. მეტი ფულის შოვნის მიზნით, მხატვარი სხვადასხვანაირ ხრიკს მიმართავდა. ერთხელ ჩუმად წავიდა სხვა ქალაქში ერთი თვით, მისმა ცოლმა კი ის გარდაცვლილად გამოაცხადა. ამ სიახლემ საზოგადოება ძალიან ააღელვა, ხელოვნების შემფასებლები კი ჩქარობდნენ მისი ნახატების შეძენას.
7. რემბრანდტს ოთხი შვილი ჰყავდა, მაგრამ სამი მათგანი ჩვილობის პერიოდში დაიღუპა. მეოთხე ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მხატვრისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო.
8. რემბრანდტის „დანაე“, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში ინახება, ერთხელ დანით დასერეს და მჟავა შეასხეს. ამ მოვლენის შემდეგ ტილოს რესტავრაციას თითქმის 20 წელი დასჭირდა. ის დამცავი ბრონირებული შუშის მიღმა მოათავსეს.
8. იმისთვის, რომ პორტრეტებზე თმები რეალისტური ყოფილიყო, მხატვარი ფუნჯის ტარით კაწრავდა საღებავს, სანამ ის ბოლომდე გაშრებოდა. ეს ხერხი გამოსახულებას უფრო მოცულობითს აჩენდა.
9. როგორც წესი, მხატვრები ტილოზე ხატვას წინა ნაწილიდან იწყებენ, რემბრანდტი კი პირველ რიგში ყოველთვის ფონს ხატავდა.
10. ცოლის სიკვდილის შემდეგ მხატვარი აღარ დაქორწინებულა, რადგან მეორედ დაოჯახების შემთხვევაში ცოლისგან დატოვებულ მემკვიდრეობას დაკარგავდა.
11. რემბრანდტის წინაპრები მდინარე „რეინზე“ წისქვილებს ფლობდნენ, სწორედ აქედან მოდის მხატვრის გვარი – „ვან რეინი“.
12. რემბრანდტი სწავლობდა ადგილებს, რომლებსაც ვერასოდეს ნახავდა და ხატავდა ქალაქებს, სადაც არასოდეს ყოფილა. მან დააკოპირა ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“, დახატა იტალიისა და ლონდონის პეიზაჟები.
13. რემბრანდტმა 100-ზე მეტი ავტოპორტრეტი შექმნა. არცერთ სხვა მხატვარს არ დაუხატავს ამ რაოდენონის საკუთარი თავი. ავტოპორტრეტებზე ის სხვადასხვა ემოციას გამოხატავდა: შეშფოთებული, მხიარული, კეთილი, თავდაჯერებული, იმედგაცრუებული თუ გაბრაზებული.
14. რემბრანდტი ვერ კმაყოფილდებოდა თავისი ცოლის, სასკიას, პორტრეტებით, მისი ქალღმერთად გადაქცევა სურდა. სასკია ხან ფლორა, ხან იტალიური სოფლის ღვთაება იყო, ხანაც ფრანგული მოდის შესაფერისად გამოწყობილი პოზირებდა შლაპით მხატვრის ტილოებზე.
15. შუქ-ჩრდილის თამაშს ნახატებზე სხვა მხატვრებიც იყენებდნენ, მაგრამ ვერავინ აკეთებდა ამას ისე თანმიმდევრულად და მოხერხებულად, როგორც რემბრანდტი. მისი ნახატები ყველაზე იდუმალი და ბუნდოვანია, სავსეა თავსატეხებითა და მოულოდნელობებით, რაც მხოლოდ ხელოვანთა ფერწერულ ენაში არსებობს.
ambebi.ge