დავით ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყისი წლები გაიხსენა და ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციაში ყოფნის დროს სხვა პარტიებს იმის ძალა ჰქონდათ, რომ მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილისთვის საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნა მოეთხოვათ:
„მაფიოზობის“ ნიშნებს ბიძინა ივანიშვილი იმ წუთიდან მოყოლებული ატარებდა, როდესაც მას პირველად შევხვდი, მაგრამ მისი მაფიოზობის და „დონ კორლეონეობის“ შესაძლებლობა იყო მნიშვნელოვნად შეზღუდული „რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატების“ და სხვების მიერ. ივანიშვილის „დონ კორლეონეური“ მიდრეკილებები სულ უფრო იზრდებოდა 2016 წლიდან, თუმცა მანამდეც საკმაოდ, მაგრამ ვუმკლავდებოდით. ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ გააგდო კოალიციიდან და ჩვენც უნდა წავსულიყავით, მაგრამ რაკი დავრჩით, ამას მისი ნაწილობრივ პლუსები ჰქონდა. ხომ მოვითხოვეთ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა და ხომ გავიტანეთ? უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღამის 2 საათზე აჩვენა მთვარე როგორ გამოიყურება, რადგან ღამის 2 საათამდე არწმუნებდა იმაში, რომ ან თინა იქნება თავდაცვის მინისტრი, რომ ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ ულტიმატუმი, ან ჩვენ მივდივართ ოპოზიციაში და უმრავლესობის და ხარისხის პრობლემაც გაქვს“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.