“როგორც დაგპირდით, ყოველ ახალ დღეს ახალი სანქციები, იარაღი და იზოლაცია მოაქვს რუსეთისთვის. პირადად პუტინი და ლავროვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდნენ. რუსული ბანკები, კომპანიები, საქონელი პირდაპირი მნიშვნელობით იყრება თაროებიდან. ფინანსური სისტემები, საფონდო ბირჟები კრიზისშია, რუსეთი სპორტული და გასართობი ღონისძიებებისგან დაცლილია. ეს ტალღა ცუნამივით უნდა გაიზარდოს. რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე მთელმა რიგმა ქვეყნებმა უკვე ჩაკეტა – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.