ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა.
ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი სპორტული „სანქციიდან“, რომელიც ბოლო დღეებში გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი სანქტ -პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება.