არსებობს მტკიცებულება, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ურალის ბუნკერში იმალება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
„პუტინი უკვე მე-5 დღეა ურალის ბუნკერშია… ბუნკერში ყოფნის ფაქტი 100%-ია. მის ურალში ყოფნას ადასტურებს ადამიანების გარკვეული წრე და ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან“, – აცხადებს დენისენკო.
დენისენკო ამბობს, რომ პუტინს პარანოია აქვს.
„ახლა მას პარანოია აქვს. ხვდება, რომ უკრაინასთან ომი გაუმართლებელი იყო და ყველაფრის ეშინია“, – დასძინა ვადიმ დენისენკომ.