რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი დროებითი ზომების მიღებას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ბრძანების ტექსტი კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დღეიდან, 2 მარტიდან რუსეთში წესდება განსაკუთრებული რეჟიმი უცხოელი პირებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფოებთან, რომლებიც სანქციებს უწესებენ რუსეთს და მის მოქალაქეებს. ახალი ზომები ამ ადამიანებისთვის ფინანსურ ოპერაციებს კრძალავს და იმ ტიპის ფინანსურ შეზღუდვებს აწესებს, რომლებიც იწვევს „ფასიან ქაღალდებზე და უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის უფლებას“.
ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ ასეთი ოპერაციები „განხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს რუსეთის სამთავრობო კომისია“. საჭიროების შემთხვევაში კი ამ ნებართვებში შესაძლოა, იყოს გაწერილი გარკვეული პირობები.
ამასთან, ფასიანი ქაღალდების შეძენის ოპერაციები შესაძლებელი იქნება განხორციელდეს რუსეთის ცენტრალურ ბანკის ნებართვისა და ფინანსთა სამინისტროს ნებართვის შედეგად.
გარდა ამისა, ბრძანების მოქმედება შეეხება ყველა სხვა უცხოელსაც, თუ საქმე ეხება აქციებს ან უძრავ ქონებას, რომელიც მათ მიერ შეძენილია 2022 წლის 22 თებერვლიდან რუსეთის მიმართ არაკეთილმოსურნე ქვეყანაში.
ამასთან, ახალი ბძძანების მიხედვით საკრედიტო ორგანიზაციებს მოუწევთ შეზღუდვებით განახორციელონ ფულადი გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.
ასევე ბრძანების თანახმად, იკრძალება რუსეთიდან 10 000 დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა.
დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
bpn.ge