ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის ცენტრში უკრაინის მხარდასაჭერად დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ.
თუმცა ადგილზე ჟურნალისტების მისვლის შემდეგ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგების ნაწილმა აქცია დატოვა.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილზე უთხრეს, ეს მას შემდეგ მოხდა რაც სკოლის დირექციას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან დაუკავშირდნენ.
მომხდარმა აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
სკოლის დირექტორი აცხადებდა, რომ მას კი უნდოდა უკრაინის მხარდაჭერა მაგრამ აქციის ტელევიზიით გადაღებისა და გაშუქების წინააღმდეგი იყო.
ცოტა დაფვიანებითა და შეთხელებული შემადგენლობით აქცია მაინც ჩატარდა.
მშვიდობაურელებმა დაგმეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მოძმე სახლემწიფოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თავის მხრივ პედაგოგებისადმი აქციაში მონაწილეობის აკრძალვას უარყოფენ ოზურგეთის რესურს ცენტრში.
მისი უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს. რომ ყველა პედაგოგი თავისუფალია და არანაირი შეზღუდვები მათ არა აქვთ.
თუმცა ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ აქციის დაწყებისას გარკვეულ ინცინდენტებს ადგილი მას შემდეგ ჰქონდა, როვა რესურს ცემტრიდან ზარის შემდეგპედაგოგებმა უკრაინის მხარდასაჭერი ვაბერებითა და ნახატებით აქციაზე მოსული მოსწავლეები უკან გააბრუნეს.
გიორგი ქურციკიძე, მშვიდობაურის მაცხოვრებელი
-ჩვენი აქციის მიზანი არის, რომ ჩვენს ძმებს, უკრაინელებს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და გავუკეთოთ მინიმალური, შეძლებისდაგვარად მაინც. ვინაიდან და რადგანაც დღეს სხვა ბერკეტი, სხვა შესაძლებლობა, ჩვენ ქართველებს არ გევძლევა, გარდა იმისა რომ გავიდეთ ქუჩაში და გამოვხატოთ ღრმა პროტესტი. დღეს რაც ხდებაუკრაინაში და რასაც აკეთებს რუსეთი, ეს არის ცივილიზებული მსოფლიოს დღის წესრიგიდან მოწყვეტილი. რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო. ეს ჩვენ გამოვცადეთ ჩვენს თავზე არაერთხელ. ჩემს მახსოვრობაში არის კონკრეტულად 2008 წელი, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაცია და ჩემთვის რუსეთი არის, ის აგრესორი ქვეყანა და ვლადიმერ პუტინი არის, ის დიქტატორი, რომელიც მიუღებელია, ეს აგრესია რაც ხდება დღეს უკრაინაში.
ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
მოგეხსენებათ დღეს აქ, ცოტა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ვიცით, გავიაზრებთ ამას თითოეული ჩვენგანი, მაგრამ არ ელოდებოდნენ ტელევიზიის გამოჩენას და ამიტომ ცოტა პროტესტი გამოხატეს. თუმცა, მადლობა ღმერთს ყველაფერი დასრულდა და მშვიდობიანი მოსახლეობა შემოუერთდა ამ აქციას. აქციაზე სკოლის პედაგოგები ცდა დირექტორიც იყვნენ, მაგრამ სკოლის დირექტორი არ იმყოფებოდა აქ იმ მომეტში. რესურსცენტრიდან რაიმე სატელეფონო ზარი თუ იყო მინიშნებული, მე ამაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. ეჭვის დონეზე შეიძლება განვიხილოთ. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება დღეს ქვეყანაში”.
ზურაბ ოსეფაშილი-” მე აქ მოვედი იმისათვის, რომ გავაპროტესტო ეს საშინელი ომი. გავაპროტესტოთ ის საშინელება რაც ახლა უკრაინაში ხდება. მე ვფიქრობ სულ მცირე, არ არის მართალი ის ხალხი, ვინც საწინააღმდეგოს ლაპარაკობს. არ შეიძლება მეგობარს ასეთ შემთხვევაში გვერდში არ დაუდგე. დღესაც იხოცება ახალგაზრდები, იღუპება ქვეყანა. როგორ შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს ადამიანს. მიკვირს ამ ხალხის და გაოცებული ვარ ძალიან. რატომ არ ფიქრობენ იმას, რომ დღეს უკრაინაში ხდება ეს ყველაფერი და ხვალ შეიძლება ჩვენთან გადმოინაცვლოს. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელია და დიდი ალბათობითაც. როგორ შეიძლება არ დაფიქრდე იმაზე, რომ პუტინი არის ავადმყოფი და ავადმყოფი მართავს ამხელა ქვეყანას და მსოფლიოს ბედი დამოკიდებული არის ამ ავადმყოფზე. რატომ არ ვფიქრობთ იმას, რომ ასეთი არაორდინალური ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ის ატომური ბომბის მფლობელია. ყველაფერ ამაზე დაფიქრება გვინდა და მე გთხოვთ ყველას, გამოვფხიზლდეთ! გამოვფხიზლდეთ ამ ძილისაგან და უმოქმედობისაგან!
გოჩა შარაშენიძე, აქციის ერთ-ერთო ირგანიზატორი –
“გუშინ მომმართა მშვიდობაურის ახალგაზრდობამ, რომ აპირებენ უკრაინის მხარდასაჭერ აქციის გამართვას. მეც მოვედი ჩვეულებრივად და როცა დაინახეს მათ თქვენი ტელვიზია, შეშინებულები, თითქოს, ჩვენ და “მთავარი არხი” მტერი იყოს მათი, ბავშვებს მოკიდეს ხელი და ყველა მასწავლებელი, გამონაკლისის გარდა, დაიმალეს სკოლის შენობაში. არ ვიცი რაიონიდან თუ იყო მინიშნებული რაიმე. მე არაფერი არ ვიცი იმის გარდა, რომ თითქმის პედაგოგების 90%-ს მე აქ ვერ ვხედავ, რომლებც იყვნენ მოტივირებულები რომლებიც უნდა მოსულიყვნენ ამ აქციაზე და უკრაინისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ, როცა დაინახეს “მთავარი არხი”, თითქოს, მტრები ვიყოთ მაგათი, ამის შემდგომ, ყველამ ჩაიკეტა თავიანთ საკლასო ოთახებში.”