უკრაინის ელჩთან “მთავარი არხის” ინტერვიუს დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა – საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის შემდეგ “მთავარმა არხმა” ელჩი, იგორ დოლგოვი ჩაწერა, რომლის სატელეფონო ინტერვიუც პირველად რუსულ ენაზე, თარგმანისა და მონტაჟის გარეშე გავიდა.

ელჩი ყვებოდა დეტალებს, რატომ ვერ გაემგზავრნენ ქართველი მოხალისეები უკრაინაში და რატომ გამოიძახეს ის კიევში, თუმცა გარკვეულმა პირებმა ვიდეო დაამონტაჟეს.

“უკრაინას სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

ამ ფონზე, მედიაში გავრცელდა ღიად ყალბი მესიჯები, კონტექსტიდან ამოღებული ან მანიპულაციური ცნებების შემცვლელი ინფორმაციით. გთხოვთ, ფრთხილად იყოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოსთან და ნუ მანიპულირებთ მისი შინაარსით ქართულ მედიაში”, – წერია განცხადებაში. 

საელჩო აფრთხილებს ყველას, დამონტაჟებულ მასალას ყურადღება არ მიაქციონ.

mtavari.tv
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share