პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა – ტყვე

ერთ-ერთი რუსი ოკუპანტი, რომელიც თავისი ნებით ჩაჰბარდა, ამბობს, რომ პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას  გეგმავდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას ელოდა. სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები მივიღეთ. სამ დღეში უკან უნდა დავბრუნებულიყავით “, – ამბობს რუსი სამხედრო.

მისი თქმით, სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს. ოჯახთან შეხება არ ყოფილა.

რუსი სამხედროები ნებაყოფლობით ჩაჰბარდნენ  ტერიტორიულ დაცვას. პირველადი სამედიცინო დახმარება უკრაინელებისგან მიიღეს.

ოკუპანტმა მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ და არ დაიჯერონ რუსული პროპაგანდა. მან მებრძოლებს დანებება ურჩია.

pia.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share