უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაცია tv პირველის ეთერში გაჟღერდა.
ზელენსკის ჩართვა აქციაზე, ხვალ, 4 მარტს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.
“ახლა როგორც მაცნობებენ, ხვალ, საღამოს 8 საათზე, საპროტესტო აქციაზე, დაიგეგმა და განხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა. ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც. ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.