“ლავროვი… ადამიანს სახეზე ყოველთვის ეწერება თავისი ცხოვრება, გზა და დასასრული. ჩემთვის გასაგებია ამ ადამიანის გზა. მე არ მაინტერესებს ამ ადამიანის თვალებში ყურება”, – ასეთი შეფასება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე საუბრისას.
საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუს დროს, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ლავროვს პირველად შეერთებულ შტატებში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეხვდა და უთხრა, რომ სურდა, რუსეთს გაეთავისუფლებინა უკრაინის ტერიტორიები.
”მან თქვა: გეთანხმები. მაგრამ შემდეგ მომშორდა, აიღო ტელეფონი და დაურეკა ზოგიერთ რუსულ ტელევიზიას და რადიოს და თქვა: მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის და ის მზად არის მიიღოს ჩვენი ყველა პირობა…“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს