უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი –10 000-ზე მეტი;
- ტანკი – 269;
- ჯავშანტექნიკა – 945;
- საარტილერიო სისტემა – 105;
- სარაკეტო სისტემა – 50;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 19;
- თვითმფრინავები – 39;
- ვერტმფრენი – 40;
- საავტომობილო ტექნიკა – 409;
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2;
- საწვავის რეზერვუარი – 60;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4.