გურული ჩაქურა – განუმეორებელი სამოსი ყოფილა საბრძოლო მოქმედებების დროს

ჩაქურა განუმეორებელი სამოსი ყოფილა საბრძოლო მოქმედებების დროს. არსებობს ვინმე ვოლნიცკის სტატია (1897) გურული ლაშქრის შესახებ, სადაც ის სხვა საინტერესო ამბებთან ერთად აღწერს გურულ ჩაქურას, როგორც შეუდარებელ სამოსს ქვეითისათვის, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ემოძრავა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში, ეკალ-ბარდებში და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოულიყო. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ სამოსი შეკერილია თვითნაკეთი ქსოვილისაგან, რომელიც ბევრად უფრო ელასტიურია და შესაბამისად, უფრო გამძლეა ვიდრე ფაბრიკის ნაწარმი – რადგან ჯერ ერთი რომ ის იცავს ადამიანს ეკალ-ბარდისაგან და ეს უკანასკნელი კი არ ხევს ნაჭერს, არამედ მხოლოდ აძრობს ძაფებს, მაშინ როცა ფაბრიკის ნაწარმი იხევა. ბოლოს დასკვნის სახით კი ის წერს, რომ არა მხოლოდ რუსებმა, არამედ არც მეგრელებმა და არც აფხაზებმა არ იციან გურული კოსტუმის ტარება. რომ როცა ჯარში ახალბედები მოდიან (არაგურულები -ი.მ.) მათ პირველ რიგში უნდა ასწავლონ ამ სამოსის ტარება.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება
ირაკლი მახარაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share