სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომზე, უცვლელია – ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე დამოკიდებულებას არ ცვლის – 28 თებერვალს Radio France Internationale-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ მისი პოზიციები არ შეცვლილა.

ზურაბიშვილს წარსულში არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჰქონდა ადეკვატური საქციელი, ის წამოეგო პროვოკაციას, არ მოისმინა ამერიკელების და ევროპელების გაფრთხილებები. 2022 წელს, ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და საბოლოოდ მაინც მოხდა აგრესია, აქედან გამომდინარე, ცვლის თუ არა თქვენ 2008 წლის ანალიზს? – ჰკითხა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს.

“დიახ და არა, მაგრამ რეალურად დიდად არა, რამდენადაც ჩვენ არასდროს ვიცით რით შეგვიძლია აგრესიის თავიდან აცილება. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ აგრესია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში, როგორიც უკრაინის შემთხვევაა, რათა მოიგოს დრო. ეს გააკეთა ზელენსკიმ და შესაძლოა ზელენსკიმაც ისწავლა გაკვეთილები საქართველოს ომიდან. ყოველ შემთხვევაში, ზელენსკიმ იდეალურად გაძლო რამდენადაც შესაძლებელი იყო.

რუსეთს არ აქვს არგუმენტი ზელენსკის შემთხვევაში, მან მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზება და ევროპის ერთობა, რომელიც დღეს შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, მისი დამსახურებაცაა –იმის რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის  თვალსაზრისით რუსული აგრესიის წინაშე”,- ამბობს ზურაბიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share