ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, გივი ცინცაძე ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის, იგივე ალტ-ინფოს აქტიურობას ეხმაურება, რომელიც ამჯერად ლანჩხუთში ცდილობს ოფისის გახსნას:
”ჩემო ლანჩხუთელებო!
“კონსერვატიული მოძრაობის” სახელით,იგივე (ალტ ინფო), პრო რუსული პარტია,რომელიც ამართლებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრას საქართველოში და დღესაც ანალოგიურად უკრანიაში, ცდილობს ლანჩხუთში ფართის მოძიებას.
აქვე შეაგხსენებთ 5 ივლისს, ამ მოძრაობამ, დაარბია კარვების ქალაქი,იძალადეს ჟურნალისტებზე და TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოხლეც კი შეიწირეს!!
გთხოვთ მეგობრებო,ნუ მიაქირავებთ ფართს და ნუ ავაფრიალებთ ოკუპანტების დროშას ჩვენს ქალაქში….
#დიდებაუკრაინას” – წერს ცინცაძე.