მსოფლიოში შაქრის ღირებულება 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე შაქრის ღირებულებამ ტონაზე 536 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან ჭრილში 17%-იან გაძვირებას წარმოადგენს. შაქრის ღირებულება ასეთი მაღალი ბოლოს 2016 წელს იყო.

შაქრის ფასი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 5%-ით გაიზარდა.

შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა. საქართველოც შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა, იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 499 დოლარი იყო.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი – მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share