„ევროპული საქართველოს“ წევრი, არმაზ ახვლედიანი „ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის პასუხს ჩამოაყალიბებს.
ის Isfed-ის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს.
„ოპოზიციას მოუწევს ამ დასკვნაზე მსჯელობა და შესაძლოა, რაღაც ნაწილში დამოკიდებულება შეიცვალოს. ამ დასკვნას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ცნობისთვის, ISFED-ი პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს.