პოლიტიკურ ორგანიზაცია “ალტ ინფოს” ოზურგეთის ოფისი რამდენიმე დღეში გაიხსნება.
ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობას ახლა არემონტებენ ,, ალტ ინფოს’’ ოფისის გახსნას გამოეხმაურა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოზურგეთის რაიონული მოძრაობა. ორგანიზაციის თავმჯდომარის , დავით მჟავანაძის განცხადებით ოზურგეთში ოფისის გასახსნელად უკვე სამი თვეა ფართს ეძენებ და ალტ ინფოელებს კი ფართის დათმობაზე ყველამ უარი უთხრა. ,, ნაციონალური მოძრაობის’’ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით ,, ქართულმა ოცნებამ’’ საქმეში თბილისის მერის , კახა კალაძის მეგობარი ილია კეჭაღმაძე ჩართო. ,, ალტ ინფოს’’ ოფისი ილია კეჭაღმაძისა და მისი მეუღლის საკუთრებაა. მჟავანაძის განცხადებით , მაშინ როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ისინი ვერ მიახერხებენ რუსული დაკვეთის შესრულებას და ოზურგეთში ოფისის გახსნას.
დავით მჟავანაძე, “ნაციონალური მოძრაობა” –“მინდა გამოვეხმაურო დამნაშავეთა ჯგუფის და მოძალადეების ჯგუფის ალტ-ინფოს შექმნას ოზურგეთში. ისინი სამი თვის განმავლობაში ეძებდნენ და არც ერთმა ოზურგეთელმა ფართი არც კი, მიაქირავა და სწორედ ამიტომ მე მინდა ამ ეტაპზე ვისაუბრო ქართული ოცნებაზე და მის როლზე.
მას შემდეგ, რაც ალტ-ინფოს ყველამ უარი განუცხადა ოფისის მიქირავებაზე, საქმეში ჩაერთო “ქართული ოცნება” და იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში იბომბება ბავშვები, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს, რომ რუსეთი არის დამპყრობელი და აგრესორი, გარდა იმისა, რომ საერთშორისო დონეზე ჩვენ თავი მოგვჭრა ქვეყანას, უკვე, შიგნითაც ცდილობენ, რომ კვლავ გააგრძელონ რუსეთთან ისეთივე ურთიერთობა, როგორსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდა. ამის ნათელი დადასტურებული მაგალითი არის, ის ფართო, სადაც ეს დამნაშავეები დღეს აპირებენ საკუთარი ოფისის განთავსებას. ეს არის კახა კალაძის, თბილისის მერის უახლოესი გარემოცვის, მეგობარის ილია კეჭაყმაძის საცხოვრებელი ბიზნესფართი, რომელიც გაფორმებული აქვს თავის მეუღლეზე და აი, ამის დადასტურება არის ეს დოკუმენტი, სადაც ნამდვილად დასტურდება, რომ კონკრეტული ქონების მეპატრონე არის ილია კეჭაყმაძე და მას შემდეგ, როდესაც ვერ შეძლეს ფართის გაქირავება, სწორედ ილია კეჭაყმაძეს დაავალეს, რომ მისი ფართი გადაეცა ამ კრიმინალებისთვის და დამნაშავეებისთვის.
მე მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, რომ ეხლა მაინც შეიკაონ თავი მსგავსი სამარცხვინო მოქმედებებისგან, უბრალოდ შეწყვიტონ, იმიტომ, რომ ამას არ აპატიებს, არც საერთაშორისო დონეზე დღევანდელ ხელისუფლებას და ქართველი ხალხი, ხომ არ აპატიებს და არ აპატიებს.
მე იმედი მაქვს, რომ ისინი გონს მოეგებიან და საბოლოო ჯამში მაინც, ალბათ საზოგადოებრივი წნეხის საფუძველზე უარს იტყვიან ამ ფართის მიქირავებაზე, სხვა შემთხვევაში ესენი მზად არიან, რომ ყველანაირად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ იმას, რომ ეს რუსული ძალა გაძლიერდეს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ოზურგეთის ფარგლებში”-ისაუბრა დავით მჟავანაძემ.