რაში ადანაშაულებს ალტ-ინფოს წევრი გურიაში ჩასახლებულ ეკო-მიგრანტ აჭარლებს

ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის,  ალტ-ინფოს  ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში წამყვანები გურიაში ჩასახლებული ეკომიგრანტი  აჭარლების შესახებ აგრესიულად საუბრობენ და მათ რელიგიური შუღლის გაღვივებაში სდებენ ბრალს.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის თქმით, აჭარლებმა გურიაში მოინდომეს თავიანთი რელიგიის გაფრათოება და გავრცელება,რაზეც ადგილობრივ ქრისტიანებს სამართლიანი რეაქცია ჰქონდათ:

“აჭარიდან გურიაში ჩასახლდა მუსლიმთა გარკვეული თემი. ამ ხალხმა 2020 წელს მოიდომა გაფართოება თავისი რელიგიის , გავრცელების არეალის გაზრდა გურიაში, რაზეც ქრისტიანებს სამაართლიანი და ქრისტიანული რეაქცია ჰქონდათ” – აცხადებს წამყვანი.

რაც შეეხება ხულოში ოფისის გახსნას, ალტ-ინფოს ჯგუფის წევრი კონსტანტინე მორგოშია ხულოელებს დასრულებით და საკადრისი პასუხის გაცემით ემუქრება:

“ხულოშიც აუცილებლად გაიხსნება, ვინც წინ დაგვიდგება ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. მათ მცირე ნაწილს რომ დავასრულებთ” – ამბობს მორგოშია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share