რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა უკრაინის დროშა და ბანერი წარწერით “თავისუფლება მიშას” გადმოფინეს.
ისინი სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინელი ხალხის მიმართ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს.