ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუუქმდებას ეხმაურება.
მმართვალი პარტია ამ კანონპროექტით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.
მისი თამით, 2000 -ლარიანი ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს იმის პრევენციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერიოს.
“ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ნორმას, საარჩევნო ცენზს აღიარებს მთელი მსოფლიო, მაგრამ სანქციები არის სხვადასხვაგვარი, ჩვენს შემთხვევაში არის 2000 ლარი, რაც არ არის საკმარისი და დღეს მკაცრდება სანქცია ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით და სანქცია იქნება იმგვარი, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდეს საქართველოში პოლიტკური ლიდერი. ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი ვარო და გიგა ბოკერიამაც თქვას, ის ჩვენი ლიდერი და პრემიერ- მინისტრობის კანდიდატიაო, 2000 ლარი არის ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორი? “-განაცხადა მდინარაძემ.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუს პოლიტიკოსს, ვლადიმერ ჟირინოსვსკის შეადარა.
“რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება ჟირინოვსკიზე მეტი ჰქონდეს რუსეთისთვის გაკეთებული”- თქვა დეპუტატმა.
კითხვაზე, რამდენად რელევანტურია სააკაშვილისა და ჟირინოვსკის შედარება, მდინარაძე პასუხობს, რომ “საქმის კეთების შედეგების მიხედვით, თუ რას აკეთებდა ჟირინოვსკი რუსეთისთვის და სააკაშვილი, რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება მეტი ჰქონდეს გაკეთებული”.