“ივანიშვილი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით კრემლში გადის კონსულტაციებს”-ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარაებასთან დაკავშირებით კრემლში გადის კონსულტაციებს ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილი გამოწვევას უგზავნის ივანიშვილს და მოუწოდებს, რომ თუ ეს არ არის ნამდვილი ამბავი და ჭორია, საჯაროდ დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დაზარალებულ ბავშვებს თანხა გადაურიცხოს.

“საქართველოს დიქტატორი მმართველი ცდილობს ისარგებლოს მომენტით, ჩაიდინოს მორიგი ეროვნულ-ისტორიული ღალატი, რის შემდეგაც აღარ უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფო და უკვე კაი ხანია, პერმანენტულ რეჟიმში კრემლთან აწარმოებს კონსულტაცია/მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასთან დაკავშირებით.

მე მას ვეუბნები პირდაპირ, რომ ვერ გაასწრებს ქართველი ხალხის რისხვას, გამოვიდეს, დაგმოს რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ და გადაურიცხოს დაზარალებულ ბავშვებს უკრაინაში თავისი მილიარდებიდან, რაც იქნება იმის დასტური, რომ ეს ჭორებია და არა რეალობა”- თქვა ნათელაშვილმა, რომლის ბრიფინგიც TV “პირველმა” ბოლომდე აღარ გადასცა ეთერში და “გადაჭრა” (სატელევიზიო ენაზე)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share