კიევის ოლქში ოკუპანტების მძიმე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი მრავალსართულიანი სახლი მთლიანად დანგრეულია.
თავდასხმის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და მაშველები მუშაობენ.