კიევის ოლქში რუსებმა ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს, დაიღუპა 2 წლის ბავშვი

კიევის ოლქში ოკუპანტების მძიმე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი მრავალსართულიანი სახლი მთლიანად დანგრეულია.

თავდასხმის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და მაშველები მუშაობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share