დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი სხვა აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უერთდებიან.
ჯამში 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა დაკავშირებული ადამიანების გასამართლებლად, ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.
„ბრიტანეთიდან, რომელიც დამსახურებულად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, მკაფიო მესიჯი უნდა გავრცელდეს. ნიურნბერგის პროცესზე ჩვენ [მეორე მსოფლიო] ომის ნაცისტ დამნაშავეების პასუხისმგებლობა დავაკისრეთ. 8 ათწლეულის შემდეგ ჩვენ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პუტინისთვისაც დადგება „განკითხვის დღე“.
ბერლინის კედლის ჩამოშლის შემდეგ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა გაიმარჯვებდა, მაგრამ პუტინი ამას ძალის გამოყენებით ანაცვლებს.
თუ ჩვენ ახლა მკაფიო სიგნალს არ გავგზავნით, სხვა ქვეყნებშიც აღმოვჩნდებით აგრესიის წინაშე, რაც ასევე დაუსჯელი შესაძლოა დარჩეს,“ – განაცხადა ბრაუნმა BBC-სთან ინტერვიუში.