ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.
დაპირისპირების მიზეზი 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გახდა. საუბარია ყოფილი მერის კონსტანტინე შარაშენიძის მერობის პერიოდზე.
ქართულმა ოცნებამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერილი მერი დარღვევებში ამხილა და ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტს პოლიტიკური სიმპატიებით შედგენილი უწოდა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გაუსვა ხაზი. ბრალდებას ოპოზიციის გაღიზიანება მოყვა. მათი თქმით წინა მერი მარტო 2021 წელს არ განკარგავდა ბიუჯეტს პოლიტიკური სიმპატიებით და ეს მთელი ოთხი წელი გრძელდებოდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, შარაშენიძეს არჩევნების პერიოდში ნამდვილად უჭერდნენ მხარს, შემდეგ კი საჯაროდ გაემიჯნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ურთიერთბრალდებბეში გადაიზარდა, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდოამზე შესვენება გამოცხადდა.

ფოტოს გახსნა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share