უკრაინის რადას წევრი, პარტია “ხალხის მსახურის” ერთ-ერთი ლიდერი, ლიზა ბოჰუცკაია ამბობს, რომ საერთოდ არაა საუბარი ნეიტრალიტეტზე, არამედ უკრაინა მხოლოდ რუსეთის კაპიტულაციას განიხილავს.
ამ თემაზე მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება ახალი სამხედრო-პოლიტიკური კავშირები ჩამოაყალიბოს.
“მე საერთოდ არ განვიხილავ არანაირ ნეიტრალიტეტს, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ რუსეთის კაპიტულაციას. ამ ომის შემდეგ რუსეთმა უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია, ჩვენ შეგვიძლია მოველაპარაკოთ რუსეთს გარკვეულ პოზიციებზე, ეს შეიძლება იყოს პოზიცია ნატოზე, ჩვენ გვესმის სიტუაცია და ვიცით, რომ დასავლეთი არ არის მზად, რომ მიგვიღოს დღეს ნატოში, ჩვენ გვაქვს უფლება ყველანაირი სხვა სამხედრო-პოლიტიკური კავშირები ჩამოვაყალიბოთ, ამ ეტაპზე არაა საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის კავშირებია. ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ რამე სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებს ნატო-ს იმისთვის, რომ რუსეთთან საერთო ენა გამოვნახოთ ნატოსთან დაკავშირებით წითელ ხაზებთან მიმართებაში”, – თქვა ელიზავეტა ბოჰუცკაიამ.
მისი თქმით, უნდა მოიძებნოს რამე საშუალება, რათა სისხლისღვრა შეჩერდეს, თუმცა უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება იმას, რომ საკუთარი მიწა მიატოვოს.