ინციდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს, სპექტაკლის  “რესპუბლიკა გურია” პრეზენტაცია შედგა. სპექტაკლი  პროექტის  ,,სკოლა და თეატრი“ ფარგლებში გაიმართა და მას სკოლების ორგანიზებით სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

თუმცა, სპექტაკლის მიმდინარეობისას მათმა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის დარბაზი დატოვა.

როგორც აღშფოთებული მასწავლებლები საკუთარ ფეისბუქ-გვერდებზე  წერენ, სპექტაკლის შინაარსი მიუღებელი იყო და არ იყო გათვლილი დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვებზე. ამიტომაც  მისი ჩვენება ამორალურად ჩათვალეს. განსაკუთრებით მასწავლებლებისა და მოსწავლეების აღშფოთება  და არაორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია იმ სცენამ,  სადაც მოთხრობილია ერთ-ერთი პერსონაჟის  მიერ ქართველი ქალის გაუპატიურების სცენები. ამან უხერხული მომენტი შექმნა და ამის გამო, როგორც თვითონ მასწავლებლები აღნიშნავენ,დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი.

მართალია, სპექტაკლი პროექტის “თეატრი და სკოლა”  ფარგლებში ჩატარდა, მაგრამ ბავშვების ასაკი ძალიან პატარა იყო ან უბრალოდ მასწავლებლებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო ის სპექტაკლი, რომლის ჩვენებაც შეიძლებოდა სკოლის მოსწავლეებისთვის.

სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია” ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლია, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში დაიდგა.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share