მარიუპოლში დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 11 წლის ტანმოვარჯიშე კატია დიაჩენკო დაიღუპა. ინფორმაციას გაზეთ Факты-ს მთავარი რედაქტორი ოლექსანდერ შვეცი ავრცელებს.
“ეკატერინა დიაჩენკო, 11 წლის. მხატვრული ტანვარჯიშის პატარა უკრაინელი ვარსკვლავი, მსხვილი შეჯიბრების არაერთგზის გამარჯვებული, ოცნებობდა დიდ გამარჯვებებზე და სრულიად სამართლიანადაც. დაიღუპა მარიუპოლში, სახლის ნანგრევებში, რომელიც მტრის ჭურვმა გაანადგურა… ნათელი ხსოვნა”. – წერს შვეცი სოციალურ ქსელში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
ომის პირველივე დღეებიდან რუსეთის სამხედრო ძალები დონეცკის რაიონში მდებარე მსხვილი ქალაქის, მარიუპოლის აღებას. ქალაქი სისტემატიურად იბომბება არტილერიისა და ავიაციის მიერ. მარიუპოლზე თავდასხმის შედეგას ამ დროისთვის 3000 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტია დაღუპული.