აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს, 25 მარტს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გამგზავრება, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.
თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენის ჩასვლის მიზანია, აჩვენოს დასავლეთის “გადამწყვეტი დამოკიდებულება” უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდება, რათა განიხილოს პრობლემები, რომლებიც ქვეყანას აქვს, მას შემდეგ, რაც რუსების მიერ დაბომბვების გამო მილიონობით უკრაინელი პოლონეთში ჩავიდა.
აშშ-ს პრეზიდენტს ასევე სურს, კუმუნიკაცია პოლონეთში მყოფ უკრაინელებთან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.