მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმე, თუმცა სტაბილურია. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაში მყავს“ – აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 654პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.