წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის დაბომბვისას 5 ადამიანი დაშავდა

ლვოვში ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭურვი სახლს, ან სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა, დადასტურებული არ არის. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი  – ინფორმაცია ტელეგრამ არხებით ვრცელდება.
ლვოვის მერი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ოკუპანტებმა ქალაქი ცოტა ხნის წინ დაბომბეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share